(+995) 599 725 344
Vachevi@mes.gov.ge
ჭაითურა, სოფ. ვაჭევი


                                                              
    
                                                                                                                                            
                                                                                                                          

                                                                                                                
  
     
           

   
         
             
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლის მოკლე ისტორია
             
      სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლა მდებარეობს სოფლის ცენტრში. სკოლა აშენებულია 1982 წელს და გათვლილია 270 მოსწავლეზე. შენობა 3 სართულიანია, ფართო და ნათელი დერეფნებითა და ოთახებით.
   1972 წლიდან ფუნქციონირებდა 8 წლიანი სკოლა, მაგრამ სკოლის მატერიალური ბაზა ვერ აკმაყოფილებდა იმდროინდელ მოთხოვნებს და ამიტომ 1982 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა.
   ჩვენი სკოლის მისიაა სკოლის მიღწევები და სკოლა გავხადოთ ხარისხიანი.
   სკოლის სასწავლო გეგმა პირდაპირ კავშირშია, სკოლის სტრატეგიულ გეგმასთან და მისიასთან. სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, რაც აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე.
   ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, სხვა და სხვა სახის ინტელექტუალურ–საგანმანათლებლო პროექტებში. მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში გვყავს დიპლომებისა და სერთიფიკატების მფლობელი მოსწავლეები, „კინგსის“ ოლიმპიადის ფინალისტი.
   სკოლის მიღწევებზე მეტყველებს ყოველ სასწავლე წლის კურსს დამთავრებულთა რაოდენობა, რომლებიც, როგორც გამოსაშვებ, ასევე ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ.
     
 
 
 
 
 
             
             
             
             
 
სიახლეები 
ჩანაწერი არ მოიძებნა...
     
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
             
      .      
      .